ინტელის სასწავლო პროგრამა სქემაში ჩართული მასწავლებლისათვის


 
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები


21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები
სწავლის და ინოვაციის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა  და გამომგონებლობა

ორიგინალურობის და
გამომგონებლობის დემონსტრირება მუშაობის პროცესში;
·         ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და გაზიარება;
·         გახსნილობა და მზაობა ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის;
·         შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა, იმ კონკრეტულ სფეროში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად,  სადაც ინოვაცია ხორციელდება.

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა

·         საღი/ ჯანსაღი მსჯელობა და აღქმა;
·         რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
·         სხვადასხვა სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
·         მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრებების
გაცნობისა და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
·         ინფორმაციის კლასიფიკაცია,  ანალიზი და შერწყმა პრობლემების გადაჭრის და კითხვებზე პასუხების გასაცემად.


კომუნიკაცია და თანამშრომლობა

·         იდეების და აზრების ნათლად და ეფექტურად არტიკულირება წერითი და სიტყვიერი ფორმით;
·         სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობის უნარის დემონსტრირება;
·         კომპრომისის დაშვებისათვის მოქნილობის და მზადყოფნის დემონსტრირება საერთო მიზნების მისაღწევად;
·         პასუხისმგებლობების გაზიარება გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური მუშაობისათვის.

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები

საინფორმაციო წიგნიერება
·         ინფორმაციის ეფექტურად  და ეფექტიანად მოპოვება,  კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, და ბოლოს, ინფორმაციის, ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან, თუ პრობლემასთან მიმართებაში;
·         ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების  საფუძვლიანი ცოდნა. 
მედია წიგნიერება
·         მედია მესიჯების შექმნის, მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლების და კონვენციების ცოდნა;
·         ინდივიდუალურ დონეზე მესიჯების ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედია გზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულვებელყოფის და  რწმენაზე თუ ქცევით ფორმებზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი.
·         ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების  საფუძვლიანი ცოდნა 

ისტ(ინფორმაცია, კომუნიკაციები და ტექნოლოგია) წიგნიერება
·         ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტების და/ან ქსელების შესაბამისი  ხელმისაწვდომობა, მართვა, ინტეგრაცია, შეფასება და ინფორმაციის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
·         ტექნოლოგიის გამოყენება ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასების და კომუნიკაციისათვის.  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების  საფუძვლიანი ცოდნა. 
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
·         სხვდასხვა როლებსა და პასუხიმგებლობებთან ადაპტაცია;
·         გაურკვეველ სიტუაციებში და ცვლადი პრიორიტეტების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
·         ინდივიდუალური სწავლის საჭიროებების და ცოდნის მონიტორინგი;
·         უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება,  ცოდნის და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
·         უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის ინიცირება;
·         დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება  და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
·         დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;;
·         უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
·         სხვებთან ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
·         მოსაზრებების და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ  დაბალანსება სხვდასხვა ჯგუფებთან ერთობლივი მუშაობისას;
·         კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივების გამოყენება შემოქმედობითობის  და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
·         მაღალი სტანდარტების და მიზნების განსაზღვრა ხარისხიანი და დროული სამუშაო შედეგების უზრუნველსაყოფად;
·         გულმოდგინების და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
·         ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
·         ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
·         ერთიანობის და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
·         ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება სხვადასხვა ქმედებისას.

1წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის (www.21stcenturyskills.org). მასალის გამო







პრეზენტაცია


რა არის პრეზენტაცია?
პრეზენტაცია ლათინური სიტყვაა და წარდგენას ნიშნავს. ეს არის რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაციის მიზანია ადამიანების გარკვეულ წრეს გააცნო შენი საქმიანობის, კვლევის შედეგები.

რა სარგებლობა მოაქვს პრეზენტაციას?
თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე, ადამიანებს მუდმივად უწევთ თავიანთი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კვლევის შედეგების, განხორციელებული პროექტების და სხვ. აუდიტორიის წინაშე წარდგენა. კარგია, როდესაც ადამიანი ფლობს პრეზენტაციის წარმართვის უნარს. ეს საკუთარი შესაძლებლობების, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას იძლევა.
უკვე სასკოლო ასაკში მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს  მოსწავლეებს  განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა. თუკი სხვადასხვა საგანში პრეზენტაციები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება, მოზარდები ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს. ამავდროულად სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ამდენად, მასწავლებელი არა მხოლოდ თავად უნდა იყოს კარგი პრეზენტატორი, არამედ მოსწავლეებსაც უნდა განუვითაროს ეს უნარი.

კარგი პრეზენტაციის ხუთი წესი:
კარგი პრეზენტაცია რომ შეძლოთ, ამისთვის სულაც არ არის საჭირო „დიდი ხელოვნება“. ადვილი შესაძლებელია, გარკვეული ვარჯიშის შემდეგ კარგ ორატორად იქცეთ თუ ხუთ ძირითად რჩევას გაითვალისწინებთ. ესენია:
1.      მოხსენება/პრეზენტაცია ეფექტურად დაიწყეთ და ეფექტურად დაასრულეთ;
2.      შექმენით შინაარსობრივი ჩარჩო;
3.      მოახდინეთ პრეზენტაციის გამჭვირვალე დანაწევრება;
4.      რესურსები გონივრულად გამოიყენეთ;
5.      არ დაგავიწყდეთ სხეულის ენის გამოყენება.


1.    ეფექტურად დაწყება და დასრულება
დასაწყისი და დასასრული არის პრეზენტაციის ხერხემალი. ეფექტური დაწყებით მოიპოვებ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღძრავ მასში, ჩაერთოს მოხსენებაში. ამიტომ ეს ფაზა განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა იყოს მომზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელებად იქცნენ.
დასასრული ამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას ეძლევა, თუ დასასრული იქნება ლოგიკური, გააზრებული და შინაარსობრივაი.
პრეზენტატორმა უნდა შეეცადოს, რომ  დასასრული იყოს პოზიტიური, ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია,  მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრი თემა და მიაბრუნებს განხილულ საკითხთან.
ამიტომ არ უნდა დაიშუროთ ძალისხმება პრეზენტაციის დასაწყისისა და დასასრულის მომზადებაზე.
2.      შინაარსობრივი ჩარჩოს შექმნა
როდესაც ჩვენ კოლეგების პრეზენტაციებს ვიხსენებთ, რა გვახსენდება უფრო მეტად - ცაკლეული ფაქტები, თუ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია?
კარგი პრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, იგი არ უნდა შეიცავდეს რაღაც ზღაპრულ ელემენტებს, თუმცა ინტერესის აღმძვრელი უნდა იყოს მისი დასაწყისიდან დასასრულამდე.
ძირითადი იდეები არ უნდა იყოს ბევრი (საშუალოდ, 3), რადგან ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა  აუდიტორიის  ყურადღების გაფანტვას იწვევს. 
მნიშვნელოვანია, რომ თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალებზე დაფუძნებული. ამდენად, ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით. მოყვანილი მაგალითები უნდა იყოს თემის შესატყვისი. სწორედ საინტერესო მაგალითები  იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ დაიმახსოვროს თემა.

მოხსენებას ძალიან მიმზიდველს ხდის, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში  დასვამს კითხვებს, რომელსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს.
შესაძლებელია ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაღაც სახალისო და სასაცილო ისტორიით, რომელიც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან კავშირშია. ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, მაგრამ ყველა ასეთი „გადახვევა“ საპრეზენტაციო თემას  უნდა უკავშირდებოდეს.
პრეზენტაციის ასეთი მომზადება გულისხმობს არა მარტო შინაარსობრივ კომპეტენციას, არამედ  შინაარსის სტრუქტურაზე ფიქრსაც.
3.    პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა
პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მთელი პრეზენტაციის მანძილზე გაზარდოს მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება კავშირი მსმენელთან, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია.
ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანმიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასრულების  შემდეგ ერთ წინადადებაში შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს უადვილებს მოსმენილი ცალკეულ თემატურ ბლოკებად დაალაგოს.
გონივრულია ასევე ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები წარმოადგინოთ ეკრანზე, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით აჩვენებთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და რამდენი დარჩათ კიდევ მოსასმენი.
4.    რესურსების გონივრულად გამოყენება
რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერანაირი მიგნებული ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. ასევე, გაუიაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ  შესაძლებელია კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს.
ერთ-ერთი დამხმარე რესურსი აუდიტორიისთვის პრეზენტატორის გამოსვლის რეზიუმეს დარიგებაა.
აუდიტორიისთვის გამომსვლელის პოზიციის ერთგვარი დადასტურება  თვალსაჩინოებებია  და  ძირითად იდეებზე ყურადღების გამახვილებას უწყობს ხელს. თვალსაჩინოებები, გარდა თემის ვიზუალურად შევსებისა, დამწყებ პრეზენტატორს გარკვეულწილად ეხმარება საკუთარიპერსონიდან აუდიტორიის ყურადღების გადატანაში.
თვალსაჩინოება შეიძლება იყოს ორი ტიპის: ა. ტექსტური და ბ. გრაფიკული. ისინი წარმოადგენენ მოხსენების მნიშვნელოვან დანამატს.
ა. ტექსტურში წარმოჩენილი უნდა იყოს მთავარი დებულებები/პოსტულატები, რაც აუდიტორიის მხედველობითი მეხსიერების გამოყენების საშუალებას იძლევა და ადვილად ამახსოვრებინებს საკითხს. დებულება/პოსტულატი უნდა ეწეროს გარკვევით, დიდი შრიფტით და არ აღემატებოდეს 4-5 ხაზს. 
ბ. გრაფიკული შეიძლება იყოს სქემა, დიაგრამა, ცხრილი, რუკა, ფოტო, ნახატი. აუცილებელია, ილუსტრაცია თემატურად ასახავდეს საკითხს/საკითხებს, ავსებდეს გამოსვლას. მიუღებელია ძნელად აღქმადი თვალსაჩინოების წარდგენა, გათვალისწინებული უნდა იყოს აუდიტორიის ზომა ისე, რომ თუნდაც ბოლო რიგში მჯდომმა მოახერხოს წარმოდგენილის დანახვა.
საჭიროა, ვიზუალური მასალა პრეზენტატორს გამოსვლაში ჰქონდეს ჩართული, აუდიტორიას მასზე ამახვილებინებდეს ყურადღებას. პრეზენტატორი არ უნდა კითხულობდეს წარწერებს, უმჯობესია, პოსტულატებს თავად ხსნიდეს ან მათ პერიფრაზირებას ახდენდეს. უბრალოდ, ვიზუალური მასალა წინასწარ განსაზღვრული ლოგიკური ჯაჭვის მიყოლის საშუალებას იძლევა. ამავდროულად, აუდიტორიას საშუალებას აძლევს, ძირითად იდეებს ადვილად მიადევნოს თვალი.
თუ ამის საშუალება იქნება, პრეზენტატორმა წინასწარ უნდა მოამზადოს ოთახი, ნახოს, რა დასჭირდება ილუსტრაციების გამოსაკრავად, საჭიროების შემთხვევაში, არის თუ არა ფლიპჩარტი, მარკერი და სხვა რესურსი, ან გაარკვიოს ამის შესახებ შეხვედრის ორგანიზატორებთან. ასევე, წინასწარ არის გასარკვევი, იქნება თუ არა ტექნიკური უზრუნველყოფა, ნოუთბუქი და პროექტორი, ასეთ შემთხვევაში, მოხსენება უნდა მომზადდეს საპრეზენტაციო ფორმატში (მაგ.: Power Point). პრეზენტაცია წინასწარ შეიძლება გადაიგზავნოს ორგანიზატორებთან, ან რეგლამენტით განსაზღვრულ დრომდე მისვლა და მისი გადაწერა იქნება საჭირო, რათა ტექნიკური პრობლემები არ წარმოიქმნას. რა თქმა უნდა, თუკი მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებელი მათ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში უნდა დაეხმაროს.
ისევე როგორც სახურავაი სახლისთვის აუცილებელი, ასევე პრეზენტაციისთვის ვიზუალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ სახურავი (ვიზუალიაზია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა. 
 მასასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?
·         პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა - რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?
·         პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა - როგორ შემიძლია იგი ყველაზე უკეთ წარმოვადგინო?
·         პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება - როგორ შემიძლია პრეზენტაციის შინაარსის აღქმა გავაადვილო?

5.      არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება.
წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, დამყარდეს კონტაქტი აუდიტორიასთან. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რაც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები უნდა იყოს ბუნებრივი. მეტყველება - გამართული და მშვიდი, წინადადებები მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას, რაც აუდიტორიას ხელს უშლის საკითხზე კონცენტრირებაში.
კომუნიკაციის ვერბალურ ნაწილთან ერთად, მომხსენებელი მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემს გამომეტყველებით, პოზით, ჟესტიკულაციითა და გარეგნობით.

 მეტად მნიშვნელოვანია პრეზენტატორის ჩაცმულობა. უნდა იყოს ჩაცმული სასიამოვნოთ, უნდა დაიცვას ზომიერება და კონფორტულად გრძნობდეს თავს.

·         არ ჩაიცვათ სექსუალაურად – მეტიმეტად მოკლე კაბა და დეკოლტე არც ერთ შემთხვევაში არ არის სამუშაო გარეგნობის შესაფერისი ჩაცმულობა
·         თუ ეჭვი გეპარებათ – არ ჩაიცვათ! – როდესაც ყოყმანობთ, არის თუ არა კონკრეტული ტანსაცმელი თქვენი სამუშაოს შესაფერისი, აჯობებს არ ჩაიცვათ.
·         დარწმუნდით, რომ შეაფერისი ფეხსაცმელი გაცვიათ –  ქალებმა თავი უნდა აარიდონ მეტისმეტად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
·         დაიცავით ზომიერება მაკიაჟის, აქსესუარებებისა და სუნამოს ხმარებისას – სამუშაო გარემოში რეკომენდებული არ არის ყურადღების მიპყრობა სუნამოს გადაჭარბებული სურნელით ან გადამეტებული აქსესუარებით (ძვირფასეულობა, ბიჟუტერია, თმის ფერადი სამაგრები და სხვ.
·         იყავით უბრალოდ ბუნებრივები.

პრეზენტაციის წინასწარი დაგეგმვა
სანამ დავიწყებთ პრეზენტაციისთვის მზადებას, უნდა გავითვალისწინოთ ოთხი ძირითადი საკითხი:
1.      პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო;
2.      მსმენელთა აუდიტორია;
3.      საპრეზენტაციო თემა;
4.      მიზანი.
განვიხოლოთ თითოეული საკითხი დაწვრილებით:
1.    დროის დაგეგმვა
პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო განსაზღვრავს ჩვენს მიერ არჩეული საპრეზენტაციო თემიდან იმ დეტალების რაოდენობას და მოცულობას, რომელსაც უნდა შევეხოთ გამოსვლისას. რაც უფრო მოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი ეფექტურად წარმართვა, რადგან ნაკლებია დრო აუდიტორიის დასაინტერესებლად, განსახილველ  საკითხებზე სასაუბროდ, კითხვების დასასმელად, აუდიტორიისგან უკუკავშირის მისაღებად და ხშირად მომხსენებელი დგება დილემის წინაშე, ვერ საზღვრავს, რომელი დეტალი განიხილოს და რომელი არა.
პრეზენტატორმა საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება გამოთვალოს დაახლოებით. როდესაც ადამიანი საშუალო ტემპში საუბრობს წუთში 150 სიტყვას გამოთქვამს. შესაბამისად, ათწუთიანი პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას. მაგრამ პრეზენტატორმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დრო, რომელიც კათედრაზე მისასვლელად, მისალმებისთვის, ზოგადი ინფორმაციისთვის, თუ რა თემაზე იქნება საუბარი,  დასჭირდება.
თუ პრეზენტატორი წინასწარ წერილობით გაამზადებს მოხსენებას, უნდა გაითვალისწივოს, რომ ათ წუთში დაახლოებით სამნახევარი 4 ზომის ფურცელი (სტრიქონების ერთი ერთეულით დაცილებით), რომელიც მოიცავს დაახლოებით 1250 სიტყვას, უნდა მოამზადოს. მართალია, გამოსვლის წერილობითი ფორმით მომზადება ძალიან გონივრულია, მაგრამ როდესაც პრეზენტატორი კითხულობს გამოსვლას, რაც არ უნდა საინტერსო საკითხს ეხებოდეს, ეფექტი იკარგება. გამოსვლის წაკითხვის მაგივრად ექსპერტები გვირჩევენ ვისაუბროთ წინასწარ ჩამოწერილი მინიშნებების დახმარებით. ამ დროს მომხსენებლის საუბარი უფრო ბუნებრივი და დამაჯერებლია.
ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილის და დასკვნების გამოყენებით. სიტყვით გამოსვლაში რეპეტიციის გავლა კოლეგასთან სარგებლობას მოგვიტანს და დაგვეხმარება საუბრის ხანგრძლოვობის განსაზღვრაში. ასევე ვთხოვოთ კოლეგას, დაგვისვას ყველა ის კითხვა, რაც გაუჩნდება პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ. ყველაფერი ამის გათვალისწინება კი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ის პანიკა, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ.    

2.    მსმენელთა აუდიტორია
ძირითადად მსმენელთა აუდიტორიის მომზადება და ინტერესები განსაზღვრავს პრეზენტაციის შინაარსს. მომხსენებლის უპირველესი ამოცანაა აუდიტორიის დაინტერესება. სანამ დავიწყებთ გამოსვლისთვის მზადებას, უნდა გავითვალისწიონოთ მსმენელთა აუდიტორიის მოთხოვნები:
·         რა იციან ამ თემის შესახებ?
·         რა უნდა გაიგონ მათ ჩემგან ამის შესახებ?
·         რა აღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებაში?
·         რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ?
·         რა ურთიერთობა აქვთ მსმენელებთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური უნდა იყოს თქვენი გამოსვლა?
თუ მსმენელთა აუდიტორია შედგება თქვენი კოლეგებისგან, რომელთაც საერთო ინტერესები გააჩნიათ და მეტ-ნაკლებად ერთნაირი ცოდნა აქვთ ამ სფეროში, შეგიძლიათ მათ მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, საკითხის ღრმა ანალიზი და გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია; ხოლო თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, მაშინ პრეზენატია უნდა იყოს უფრო ზოგადი ინფორმატიული ხასიათის.
პრეზენტაციის დაგეგმვისას ასეთი სახის ანალიზი გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ როგორი სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება უფრო ადექვატური ამა თუ იმ აუდიტორიისთვის.
ასევე მსმენელთა აუდიტორიის სიდიდე განსაზღვრავს თქვენი გამოსვლის სტრატეგიას. მსმენელთა პატარა აუდიტორიაში (მრგვალი მაგიდის ირგვლივ მსხდომი ათ კაცამდე ადამიანი) რეკომენდირებულია არაფორმალური, სასაუბრო სტრატეგიის გამოყენება. ასეთი სახის საუბარს  უფრო აქვს განხილვის, დისკუსიის ხასიათი.    
დიდი შეხვედრები, რომლებიც შედგება ორმოცი ან მეტი ადამიანისაგან, თითქმის ყოველთვის ტრადიციული სტილით არის ორგანიზებული - ჩამწკრივებული სკამები, რომლებიც ორატორის წინ არის განლაგებული. ამ დროს დისკუსიის რეჟიმში ნაკლებად მიდის პრეზენტაცია, ხშირად კითხვების დასმის საშუალებაც კი არა აქვს აუდიტორიას, ამიტომ დიდ ჯგუფებთან გამოსვლისას პრეზენტაცია უფრო უნდა იყოს სტრუქტურირებული, გამოყენებული უნდა იყოს უფრო მეტი ვიზუალური მასალა, ყველა საკითხს მაქსიმალურად ამომწურავად უნდა ვუპასუხოთ საუბრის დროს,  რადგან მსმენელს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
შესაძლებელია, აუდიტორიას საშუალება მიეცეს, კითხვები პრეზენტაციის მსვლელობისასაც დასვას. ამ შემთხვევაში გამოსვლის რეგლამენტი მატულობს. თუმცა ასეთი ფორმატი ძნელი წარსამართია და საკითხიდან გადახვევას იწვევს. ჩვენი რჩევა იქნება, რომ მოხსენების დროს მოხდეს კითხვების ჩანიშვნა და გამოსვლის დასრულებისას - დასმა. შესაძლებელია, კითხვის დასმის საჭიროებაც არ დადგეს, რადგან მომხსენებელი გამოსვლის დასრულებამდე თავად შეეხოს ამ საკითხს და გასცეს კიდევაც ამომწურავი პასუხი.
მას შემდეგ, რაც აუდიტორიიდან კითხვები დაისმება, საჭიროა, მომხსენებელმა იცოდეს, რომ  არ არის აუცილებელი პასუხების ძალიან გაშლა, რადგან მსმენელები უკვე დაღლილები არიან და შეიძლება აუდიტორიაზე კონტროლი დაიკარგოს. თუკი კითხვები არ არის, პრეზენტატორმა თავად შეიძლება დასვას სავარაუდო შეკითხვა მსმენელების ნაცვლად, რასაც შესაძლებელია, სხვებიც შეუერთდნენ.

3.    თემა და მიზანი
როგორც საუბრის თემა, ასევე მიზანი უნდა მიესადაგებოდეს მსმენელთა აუდიტორიას. ზუსტად და კონკრეტულად ჩამოყალიბებული მიზნის გარეშე შესაძლებელია გადავუხვიოთ საუბრის მთავარ საკითხს, მოვამზადოთ შეუსაბამო მასალები და ისე წარვმართოთ პრეზენტაცია, რომ გამოვიწვიოთ მსმენელთა დაბნეულობა.
მიზნის ჩამოყალიბებამდე შემდეგ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ:
·         ა არის ჩემი პრეზენტაციის მიზანი? მაგ. აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება, რაღაცის ახსნა თუ კონკრეტული პოზიციის დასაბუთება?
·         რა გზით შეიძლება მიზნის სრულად მიღწევა?
მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ. სამოქმედო ფორმულა ჩვენ შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: „ვინ, რას, როგორ, როდის, სად და რატომ აკეთებს“.

პრეზენტაციის წარმართვის წესი
პრეზენტაციის წარმართვის წესი ექვემდებარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
·         მოახსენეთ მსმენელს, თუ რის თქმას აპირებთ;
·         უთხარით მას ეს;
·         კიდევ ერთხელ მოახსენეთ თუ რა უთხარით პრეზენტაციის მსვლელობისას.
როდესაც პრეზენტატორი მოხსენების შესავალში მსმენელთა აუდიტორიას მოკლედ აცნობს იმ საკითხებს, რასაც საუბრის დროს შეეხება, ამით ის აუდიტორიას ამზადებს საკითხის განსახილველად. მოხსენების შუაში პრეზენტატორი შეძლებისდაგვარად (პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო რის საშუალებასაც აძლევს) უღრმავდება თითოეულ საკითხს, პრეზენტაციის ბოლოს კვლავ უბრუნდება იგი თითოეულ საკითხს რეზიუმეს სახით, რაც აჯამებს და აგვირგვინებს გამოსვლას.
პორეზენტაციის დაგეგმვისა და მომზადების ეტაპზე აუცილებელია, პრეზენტატორმა განასხვავოს მსხვილი საკითხები მასთან დაკავშირებული ქვესაკითხებისაგან. იმისათვის, რომ აუდიტორიამ ადვილად გაიაზროს თქვენი პრეზენტაცია, შეგიძლიათ მიაწოდოთ მხოლოდ მსხვილი საკითხები. კვლევები ადასტურებენ, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას მაქსიმუმ შეუძლია აითვისოს ცხრა-ათი საკითხი, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურის ქვეშ უნდა იყოს გაერთიანებული..
მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ თქვენს მსმენელებს თუ რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი მსხვილი საკითხები თანმიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ რა თქვით (მსხვილი საკითხები) და გამოიტანთ დასკვნებს.
საუბრის მთლიანი სტრუქტურა შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად:   
მსხვილი საკითხები
შესავალი
I
I I
I I I
დასკვნა

როგორც კი შეეხებით თითოეულ მსხვილ საკითხს, მიუთითეთ, რომელ ქვესაკითხებს მოიცავს თითოეული მათგანი და როგორც კი დაამთავრებთ მსხვილ საკითხს, შეაჯამეთ ქვესაკითხები და გამოიტანეთ დასკვნა. თითოეული მთავარი საკითხის სტრუქტურა ასეთია:
I
შესავალი
1.      ქვესაკითხი
2.      ქვესაკითხი;
3.      ქვესაკითხი
რეზიუმე

I I
შესავალი
1.      ქვესაკითხი
2.      ქვესაკითხი;
1.      ქვესაკითხი
რეზიუმე

I II
შესავალი
1.      ქვესაკითხი
2.      ქვესაკითხი;
3.      ქვესაკითხი
რეზიუმე


რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და როგორი თანმიმდევრობით, რომ პრეზენტაციის შემოთავაზებული სტრუქტურა ავაგოთ:
ა) მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ პრეზენტაციის თემას, ჩამოაყალიბებთ მიზანს (აუდიტორიის გათვალისწინებით); შეადგინეთ ყველა საკითხის ნუსხა, რომლის განხილვაც განზრახული გაქვთ საუბრის პროცესში;  ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ამ საკითხების სათაურები, არამედ რას ეხება თითოეული მათგანი.
ბ) დააჯგუფეთ ეს საკითხები რამდენიმე მსხვილ ჯგუფად. თითოეულ მსხვილ ჯგუფს მიეცით სათაური.
გ) თითოეული მსხვილი საკითხისთვის ქვესაკითხები განალაგეთ ლოგიკური წესით. გააანალიზეთ, საჭიროა თუ არა ქვესაკითხების დამატება, რათა განამტკიცოთ არგუმენტი.
დ) თითოეულ მსხვილ საკითხთან მიმართებაში ჩამოაყალიბეთ არგუმენტაციის რეზიუმე რამდენიმე წინადადებით. შესავალ ნაწილში უნდა იყოს გადმოცემული, თუ რა მსხვილი საკითხების განხილვას აპირებთ და რომელი ქვესაკითხები იქნება დაფარული.
ე) გათვალეთ ის დრო, რომელიც დაგჭირდებათ შესავლის, რეზიუმეს და თითოეული საკითხის განხილვისთვის;
ვ) მოხაზეთ შესავალი ნაწილი და დასკვნა. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს რამდენიმე სიტყვას თქვენს შესახებ, თემას, სტრუქტურას, შესაძლებელია, ანეგდოტი თემასთან კავშირში;
ზ) დასკვნაში ჩართული უნდა იყოს მთავარი საკითხების მოკლე რეზიუმე, არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა მსმენელთათვის;
თ) გადაწყვიტეთ, რა თვალსაჩინოებს გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ თვალსაჩინოების მთლიანი რაოდენობა არ იყოს უფრო მეტი, ვიდრე საუბრის მთლიანი რაოდენობა ოთხზე გაყოფილი (მაგ, ორ წუთიანი საუბრისთვის მაქსიმუმ ხუთი თვალსაჩინოება).   

წერილობით როგორ ჩამოვაყალიბოთ პრეზენტაცია?
 „განსაზღვრეთ-დაალაგეთ-დააჯგუფეთ-დაახარისხეთ-გადახედეთ“.
ეს არის ფორმულა, რომელიც ნებისმიერი ტექსტის შესადგენად გამოდგება და რომელიც თანმიმდევრულად განსახორციელებელ ქმედებებს მოიცავს:
ა) განსაზღვრეთ მიზანი;
ბ) დაალაგეთ აზრები და ინფორმაცია;
გ) დააჯგუფეთ აზრები;
დ) ორგანიზაციული სახე მიეცით აზრებს;
ე) გადახედეთ შედეგს.

როგორ ვიწყებთ წერას?
არ არსებობს წერის ერთადერთი სწორი გზა, თუმცა არსებობს ნაშრომის შექმნის გარკვეული ეტაპები, რომლებსაც ყველა ავტორი ითვალისწინებს. ეს ეტაპებია:
·         წერის პროცესის ანალიზი - ამ ეტაპზე განისაზღვრება ნაშრომის თემა, მიზანი, სამიზნე აუდიტორია და პროექტის სხვა ელემენტები;
·         დაგეგმვა - ამ ეტაპზე ნაშრომში განსახილველი საკითხები დაკონკრეტდება  და ინფორმაცია შეგროვდება. ყურადღება მახვილდება კონკრეტულ საკითხებზე, ლაგდება მოპოვებული მასალა;
·         მონახაზი, ამ ეტაპზე გამოიხატება იდეები, მოსაზრებები, მათ შორის მყარდება კავშირები;
·         გადასინჯვა - ამ ეტაპზე ხდენა ნაშრომის სტრუქტურის, შინაარსის, სტილისა და გამოხატვის ხერხების ხელახალი გააზრება და გაუმჯობესება.
ცხადია, წერილობითი ნაშრომი უფრო მისაღებია მკითხველისთვის, თუ ის გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია. მაგრამ კარგი ნაწერის ღირსება მხოლოდ ეს არ არის. წერისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სათქმელი ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ.
განვიხილოთ წერილობითი ნაშრომის ერთ-ერთი სახე - რეფერატი
რეფერატი (ლათ. refero - გაცნობებ) - ეს არის მოკლე, წერილობით, ან საჯარო მოხსენების ფორმატში ჩამოყალიბებული სამეცნიერო, ან თემატური ნაშრომი.
რეფერატის ძირითადი ნიშანი არის ის, რომ იგი წარმოადგენს კომპილაციას (ნაშრომი, რომელიც აგებულიასხვადასხვა ავტორისაგან ნასესხები მასალებით და არ შეიცავს დამოუკიდებელ გამოკვლევასა და დასკვნებს).რეფერატის წერის დროს არ არის სავალდებულო შეიქმნას რაღაც ახალი, მაგრამ სავალდებულოა კორექტულადდა ადეკვატურად იყოს გადმოცემული ის საკითხები, იდეები, ფაქტები და არგუმენტები, რომელთარეფერირებაც სრულდება.
       რეფერატი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად, როდესაც საკითხზე არსებულითვალსაზრისები ამომწურავად და ნათლად არის რეფერირებული და კლასიფიცირებული. თვალსაზრისთარაოდენობას განსაზღვრავს რეფერატისთვის დასმული ამოცანა. ამდენად, რეფერატში მოცემული შეიძლებააღმოჩნდეს ყველა თვალსაზრისი, ან გარკვეული თვალსაზრისები, გარკვეული მიმართულების თვალსაზრისებიდა .. რეფერატის მთავარი პირობა არის ის, რომ, იგი უნდა მოიცავდეს არანაკლებ ორი თვალსაზრისისა.
       რეფერატის კვლევითი ხასიათი ვლინდება არა მის შემოქმედითობაში, არამედ აზროვნების უნარისგამოვლენაში, რაც გულისხმობს ერთზე მეტი თვალსაზრისის არა მარტო სწორად გადმოცემას, არამედ მათერთმანეთთან შედარებას.
როგორ უნდა გაართვა რეფერატს თავი?
1.      რეფერატის წერისას დაამუშავეთ წყაროები და არავითარ შემთხვევაში არ გადმოიწეროთ; შეგიძლიათ ამ ნაწყვეტის პერეფრაზირება, ამ დროს ავტორი და წყარო აუცილებლად გამოყენებული ლიტერატურის სიაში უნდა მიეთითოს;
2.      თუკი მაინცდამაინც მოგწონთ რაიმე მონაკვეთი, მაშინ არ დაგავიწყდეთ ავტორის ციტირება, წესების დაცვით

რითი დავიწყოთ?                              
რეფერატზე მუშაობის პროცესის დაგეგმვა
  1. თემის/პრობლემის არჩევა. დამწერისათვის თემა უნდა იყოს საინტერესო და აქტუალური;
  2. საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას: რა პრობლემებს შეეხება ეს რეფერატი, ვსახავთ გზებს, როგორ გადავჭრით ამ პრობლემებს;
  3. მოვიძიებთ ლიტერატურას თემის გარშემო ;
  4. მოვხაზავთ რეფერატის ძირითადი ნაწილის გეგმას. თითოეულ პრობლემას საჭიროა მიეძღვნას ცალკე თავი, უკეთესია თუკი თავები დაიყოფა უფრო მცირე ერთეულებად, პარაგრაფებად;
  5. ვწერთ სამუშაოს შავ ვარიანტს, ხოლო შესავალს ვწერთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძირითადი ნაწილი უკვე დაწერილია. რადგან მუშაობისას რეფერატის მიზნები შეიძლება მცირედ შეიცვალოს და ხელახლა დასაწერი გახდეს;
  6. მოვიძიებთ ან ვამზადებთ შესაბამის თვალსაჩინოებებს/ილუსტრაციებს (ფოტო, გრაფიკი, დიაგრამა, სქემა და სხვა), რომელშიც კარგად წარმოჩინდება თემის ძირითადი იდეები; თვალსაჩინოებებს არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა და არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ თემის მოცულობის გაზრდას;

  1. ვბეჭდავთ, ან ვათეთრებთ შესწორებულ ვარიანტს და ვამზადებთ მოხსენებას, დავურთავთ ილუსტრაციებს.

რეფერატის სტრუქტურა:
ა) შესავალი _ სადაც ვხსნით თემის არჩევანს, მის აქტუალობას. მოვხაზავთ მიზნებს და ამოცანებს, ვაძლევთ ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას
ბ) ძირითადი ნაწილი _ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსით თემას, ვადასტურებთ ნათქვამს ციფრებით, ფაქტებით, ან ციტატებით. ყოველი სტრუქტურული ერთეული (თავი, პარაგრაფი) სრულდება მოკლე დასკვნებით
გ) დასკვნა _ თემასთან დაკავშირებით ვაყალიბებთ ზოგად დასკვნებს, ვუარყოფთ ან ვეთანხმებით წყაროთა ავტორების პოზიციებს და გამოვთქვამთ საკუთარ მოსაზრებას პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.
როდესაც რეფერატი დასრულებულია, საბოლოო შტრიხია - მისი გაფორმება.

რეფერატის გაფორმება:
სატიტულო ფურცელი, რეფერატის სათაური, შემსრულებლის ვინაობა. სატიტულო ფურცელზე ნუმერაცია არ დააქვთ
შინაარსი _ სტრუქტურული ერთეულების შინაარსი გვერდების მითითებით
სამუშაოს ტექსტი _ ა) შესავალი, ბ) ძირითადი ნაწილი და გ) დასკვნა, აქედან იწყება გვერდების გადანომვრა და მასზე დაისმის შესაბამისი ციფრი 3.
ლიტერატურის სია _ წყაროების სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითებით.

როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია?
.
გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებთაც აუდიტორიიდან ან თემის სეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეს მოდიფიცირება.
Ø  რამდენად საინტერესო იყო შესავალი ნაწილი
Ø  რამდენად გამოკვეთილად იყო ჩამოყალიბებული თეზისი
Ø  რამდენად დამაჯერებელი იყო არგუმენტაცია
Ø  რამდენად გამყარებული იყო მსჯელობა კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით
Ø  რამდენად შემაჯამებელი იყო პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი
Ø  რამდენად საინტერესო და ორიგინალური იყო საპრეზენტაციო თემა
Ø  რამდენად დაცული იყო მსჯელობის ნაწილებს შორის ბალანსი
Ø  რამდენად მოიპოვა პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება
Ø  რამდენად შესძლო პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღების შენარჩუნება პრეზენტაციის ბოლომდე
Ø  რამდენად მოზომილი და მიზნობრივი იყო პრეზენტატორის ჟესტიკულაცია და მანერები
Ø  რამდენად სძლია პრეზენტატორმა ნერვიულობის ზოგად ფონს
Ø  რამდენად თამამად და დამაჯერებლად გასცა მან მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი
Ø  რამდენად დაიცვა პრეზენტატორმა საპრეზენტაციო რეგლამენტი
Ø  რამდენად იყო პრეზენტატორი მომზადებული ზეპირი მეტყველებისათვის, მიეჯაჭვა თუ არა იგი ბარათებს, ფურცლებს, მასალას
Ø  რამდენად ეფექტურად იყენებდა პრეზენტატორი თვალსაჩინოებებს


პრეზენტაცია - 20 ქულა
  • საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას,  შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს, რეფერენტი ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდ-შოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.) - 20 ქულა
  •  საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგიურად გამართულია; უმნიშვნელო შეცდომებია;  დამაკმაყოფილებლად ფლობს სარეზენტაციო მასალას; კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, რეფერენტი ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს - 15-19 ქულა
  • საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია;  ფლობს საორეზენტაციო მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები; რეფერენტი იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; რეფერენტი უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს: სლაიდ-შოუ არაინფორმაციულია, ჰენდაუთი - გაუმართავი - 10-14 ქულა
  • საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა, პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას, რეფერენტი ძალზე იშვიათად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს - 5-10 ქულა
  • პრეზენტაცია ნაკლოვანია ან არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია; პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა; რეფერენტი არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს - 1-5 ქულა


prezentaciis Sefasebis sqema

Sedegebi
1-2
3-5
6-7
8-10


 შესავალი


ტრაფარეტული და უინტერესოა
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს
საინტერესოდ არის მოწოდებული და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურია, არატრაფარეტული, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
თემის გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებია, მაგრამ არის ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, და­მაჯერებელია
ლოგიკურობა
ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავში­რი ნაწილებს შორის
ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა, ზოგჯერ არათანამიმდევ-რულია
ძირითადად ლო­გიკური და თანამიმდევრუ-ლია, მაგრამ მკა­­­ფიოდ არ გა­­მოყოფს ნაწილებს
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული
არგუმენტაცია
არა აქვს არგუმებტები
არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებელი
არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება
არგუმენტი ბევრია და და­მა­ჯე­რებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით
დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ სდება
ლოგიკური და ორიგინალურია
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად
პრიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა 
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას უპასუხებს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას









პროექტგაკვეთილი


პროექტგაკვეთილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
სხვადასხვა პედაგოგიურ ლიტერატურაში  პროექტგაკვეთილი შესაძლებელია მოხსენიებული იყოს შემდეგი სინონიმებით - პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტები და სხვ. 
მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? ამ კითხვებზე დამაჯერებელი  პასუხის გაცემაში მასწავლებელს სასწავლო პროექტებში მოსწავლეების ჩართვა დაეხმარება. პროექტზე მუშაობის დროს  რეალური პრობლემის გადაჭრისას  მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს  იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას  და ზრდის მათ პასუხიმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება  ხანგრძლივ  ძალისხმევას მოითხოვს.
პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში,პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტგაკვეთილი, მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია როგორც სასწავლო პარტნიორმა. პროექტების მიმდინარეობისას მასწავლებელი კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს  მიმართულებას აძლევს. ასევე, იგი უთითებს საინფორმაციო წყაროებს.



პროექტმეთოდის დამახასიათებელი ნიშნები:
პროექტგაკვეთილი სწავლების სხვა მეთოდებისგან განსხვევებით გამოირჩევა შემდეგი ტიპიური ნიშნებით:
·         პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტში მონაწილეთაგან - როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეთაგან;
·         პროექტში მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე;
·         ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას, რათა საქმიანობა იყოს გააზრებული, რაციონალური;
·         თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;
·           თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს ანაწილებენ სხვადასხვა აქტივობებზე;
·         თანხმდებიან სამუშაოს ჩარჩოებზე - შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით ინაწილებენ სამუშაოს;
·         მთელი პროექტის მიმდინარეობისას ამჟღავნებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს, ანგარიშს უწევენ ორივეს, ორივეს კრიტიკულად აფასებენ და ავითარებენ;
·         მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანიზაციისა თვითპასუხისმგებლობის  გრძნობა;
·         აფასებენ როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას;
·         გრძნობენ მუშაობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს, დაძაბულობასა და კონფლიქტებს და ცდილობენ მათ გადაჭრას;
·         მზად არიან სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ არის წინა პლანზე;
·         საქმე აქვთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან;
·         მსჯელობენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებიან, ეძებენ მათი გადაჭრის გზებს;
·         თავად გეგმავენ და აწარმოებენ კვლევის პროცესს;
·         თვალნათლივ ხედავენ პროექტის პროდუქტს;
·         ხშირად მათთვის გამოსაყენებელ პროდუქტს იღებენ. 
რა სფეროებს შეიძლება მოიცავდეს პროექტგაკვეთილის თემა?
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, ასევე პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. პროექტგაკვეთილის თემა უნდა იყოს აქტუალური და იგი შესაძლებელია:
·         ეხებოდეს პრობლემას, რომლის გადაჭრა როგორც ერთი საგნის დისციპლინარული ცოდნით შემოიფარგლება, ასევე დისციპლინათშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურება.
 სასურველია, რომ სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტგაკვეთილები, რადგან საგანთა მომცველი - ინტერდისციპლინარული პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში. ამ დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი. 
·         საპროექტო თემა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყოს აღმზრდელობითი მიზნით, საზოგადოებაში/თაობაში არსებული პრობლემით,  მოსწავლეთა ინტერესით.
კიდევ რას უნდა  ითვალისწინებს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას:
პროექტის დაგეგმვის დროს, გასათვალისწინებელია  შემდეგ:
·         სასწავლო პროექტების თემის შერჩევაში, დაგეგმვაში და პრობლემის მართვაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა. მოსწავლე არ უნდა იყოს მხოლოდ შემსრულებლის და მითუმეტეს ტექნიკური შემსრულებლის როლში;
·         პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი, აქტუალური;
·         პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული საქმიანობისთვის და არა ღირშესანიშნავი/საჩვენებელი დღეეებისთვის; მაშასადამე, დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას;
·         მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება.
·         საკმარისია თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია პროექტით დასახულ მიზნების და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
·         საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;
·         არის თუ არა  გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული ისე,  რომ წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.

მაშასადამე, პროექტგაკვეთილი გამოირჩევა:
·         სიტუაციის ფლობით, ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირით და აქედან გამომდინარე პრაქტიკული გამოცდილებით (ცხოვრებისეული კავშირით სამყაროსთან).
·         ინტერესთა კავშირით, სადაც ინტერესი შეიძლება პროექტზე მუშაობის პერიოდშიწარმოიშვას;
·         მიზანმიმართული დაგეგმვით;
·         ტემპით და მონაწილეთა ქსელური კავშირით (ინფორმაციის გადაცემა ელექტრონული გზით);
·          ინტერდისციპლინარობით (საგანთა მომცველი პროექტები);
·         საზოგადოებრივი მნიშვნელობით;
·         მთლიანობით (პროექტი მოიაზრება, როგორც მთლიანი. ეს ნიშნავს, რომ იგი ფასდება არა მარტო როგორც პროდუქტი, არამედ როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი);
·         გაკვეთილის დემოკრატიული წარმართვით;
·         სკოლისგარეშე საწავლო დაწესებულების ჩართვით. 

ინტეგრირებული პროექტგაკვეთილის შესაძლო თემა/ ნიმუში:

მას შემდეგ, რაც მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა სტატისტიკური მეთოდები და ოპერაციები, გეოგრაფიის მასწავლებელთან  ერთად (მოსწავლეების აქტიური ჩართულობით) დაგეგმა ინტეგეგრირებული ჯგუფური პროექტგაკვეთილი: მოსწავლეებს უნდა შეეგროვებინათ  სტატისტიკური მონაცემები და დაედგინათ კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის ქვეყნების მიხედვით. 
მსგავსი დავალებები ხელს უწყობენ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის გამომუშავებას, რადგან: ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, არის მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი; ამ დავალებით მოსწავლეები გამოიყენებენ თეორიულ ცოდნას;   მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტუაციაში; მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროში.


უნარები, რომლებიც აუცილებელია პროექტზე მუშაობის პროცესში:
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ  საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, ასევე ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.  უცილებელია, მასწავლებელმა, როგორც ექსპერტმა იგრძნოს, თუ როდის არის ჩარევა საჭირო და როდის უნდა მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება. სპეციალისტები მასწავლებლის ამ როლს უწოდებენ „მასწავლებელი, როგორც მონაწილე ხელმძღვანელი“, ისინი იყენებენ ასევე  ცნებას „ხელმძღვანელი მონაწილე“ და ამით ნათელყოფენ, რომ მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვოცირებას  მისი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად იმისასთვის, რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას:

·         თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისთვის;

·         კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტების დამყარებისთვის, პროექტში საერთო განსჯისა და მუშაობისთვის;

·         ორგანიზაციის კომპეტენცია, რომელიც მას გამოადგება პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში;

·         პროდუქციის შექმნის კომპეტენცია, რაც მას გამოადგება ტექსტების, ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და სხვათა მოსამზადებლად;

·         ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;
·         პასუხისმგებლობის კომპეტენცია;

·         თვითშეფასების კომპეტენცია, რაც ნიშნავს თვითდამკვიდრების, თვითრეფლექსიის უნარს და მოსწავლეთა დამოუკიდებლობას;

·         პრეზენტაციის კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის პლენუმზე ან სულაც საზოგადოების წინაშე წარსადგენად.

პროექტგაკვეთილების ხანგრძლივობა და მოცულობა:
სასწავლო პროექტები იყოფა მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად.
მცირე პროექტების ხანგრძლივობა ორიდან ექვს საათამდე გრძელდება და ხშირად მხოლოდ ორი ან სამი კომპონენტისგან შედგება. საშუალო პროექტების ხანგრძლივობა უნდა იყოს საშუალოდ ერთი კვირა ან ორმოცი საათი, რომელიც შესაძლოა გადანაწილდეს ერთ სემესტრზეც. დიდი პროექტების ხანგრძლივობა შესაძლებელია რამდენიმე წელი გრძელდებოდეს და მასში მონაწილეობდეს რამდენიმე ჯგუფი ან ინსტიტუცია. 

პროექტმეთოდის სქემა:

პროექტებს გააჩნიათ განსაზღვრული სტადიები. ყველა სტადიაზე მთავარია მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცეს, თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ნამუშევარზე.

მოკლედ განვიხილოთ პროექტმეთოდის სქემა.

·         პროექტის ინიციატივა
მასწავლებელი ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრი აღძრავს კონკრეტულ პროექტზე სტიმულს. იგი ჯგუფის წინაშე წარადგენს იდეას, მის აქტუალობას, მოხაზავს ამოცანებს. ეს არის შეთავაზება აუდიტორიისადმი/მომავალ პროექტში პოტენციური მონაწილეებისადმი. ამ შეთავაზებიდან განვითარდება თუ არა პროექტი გადაწყდება ჯგუფში დისკუსიის შედეგად.

·         დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ (შედეგი - პროექტის მონახაზი)

ამ ეტაპზე ხდება პროექტინიციატივის განხილვა. შემოთავაზებული პროექტინიციატივა დისკუსიის პროცესში შესაძლებელია შეივსოს, დაიხვეწოს. ხშირად ხდება, როდესაც ინიციატივა ახალ იდეებს  წარმოშობს. პროექტის პოტენციური მონაწილეები განიხილავენ ყველა შემოთავაზებულ იდეას, მის აქტუალობას, მიზანს, განხორციელების შესაძლებლობებს, მონაწილეობის სურვილს და სხვ.
დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ შესაძლებელია დასრულდეს ნეგატიური შედეგით. პროექტის იდეამ ვერ ჰპოვოს თანხმობა. პოზიტიური შეთანხმების შემთხვევაში დისკუსია სრულდება პროექტის მონახაზით.

·         ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება (შედეგი - პროექტის გეგმა)
ამ ეტაპზე მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ როდის იწყებენ პროექტზე მუშაობას, რა აქტივობებია/ამოცანებია განსახორციელებელი მიზნის მისაღწევად, რა დრო დასჭირდება თითოეული აქტივობის შესრულებას, რა რესურსებია აუცილებელი, სად შეიძლება მათი მოძიება, პროექტში მოსწავლეები სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფებში, იმუშავებენ ერთიდაიგივე, თუ სხვადასხვა თემებზე. განსაზღვრავენ, პროექტის წარმატებით განხორციელებაში რა წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამ დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ადექვატურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. 
მაშასადამე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დამუშავდეს ვინ, როგორ, რას და რა დროში აკეთებს. რაც უნდა დასრულდეს პროექტის გეგმით. 
·         დაგეგმილის განხორციელება - როდესაც პროექტში მონაწილეები
შეთანხმდებიან პროექტის გეგმაზე და წერილობით გააფორმებენ მას, იწყება პროექტის განხორციელების პროცესი. პროექტში მონაწილე თითოეული პირი პასუხისმგებელია იმ ამოცანაზე, რომლის შესრულებაც თავად აიღო საკუთარ თავზე, ან პროექტის სხვა მონაწილეებმა დააკისრეს. პროექტის მიმდინარეობის პროცესში სასურველია მოხდეს პროექტის შუალედური შეფასება/მონიტორინგი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის გეგმაში.
·         პროექტის დასასრული - პროექტგაკვეთილი სრულდება  შედეგების პრეზენტაციით  (მაგ: წერილობითი ანგარიში, მაკეტი, აქცია, გამოფენა, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.).
·         განხორციელებული პროექტის  განხილვა და საბოლოო შეფასება - ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეები კიდევ ერთხელ მსჯელობენ პროექტზე, მიღწეულ შედეგზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც ხშირად ბადებს ახალი პროექტის განხორციელების იმპულსებს. მაშასადამე, პროექტი მთავრდება და იბადება ახალი პროექტის იდეები.


როგორი უნდა გაფორმდეს პროექტის გეგმა?

1.    პროექტის დასახელება – პროექტის სათაურში ლაკონურად ასახეთ პროექტის ძირითადი არსი.

2.     პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება - აღნიშნეთ კონკრეტული პრობლემ, რომლსაც ეძღვნება პროექტი და არგუმენტირებულად დასაბუთეთ მისი აქტუალობა.
3.    მიზანი - ჩამოაყალიბეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა იყოს ნათლად და კომპაქტურად ფორმულირებული, იგი უნდა აღწერდეს პროექტის მოსალოდნელ შედეგებს.
მაგალითად, ზემოთ მოყვანილი პროექტგაკვეთილის მიზანი შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს შემდეგნაირად:
მიზანი: მოსწავლეებმა შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები და დაადგინონ კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის ქვეყნების მიხედვით.
4.    აღწერეთ ამოცანები და განხორციელების გზები – ამოცანები ის ეტაპებია, რომელთა თანმიმდევრული და ზუსტი  განხორციელებით რეალიზდება მიზანი; მაშასადამე, ამოცანები არის საშუალება მიზნის მისაღწევად. 
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი თითოეული ამოცანისათვის წარმოადგინეთ:
·         მოკლედ და მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანების აღწერა;
·         ამოცანის განსახორციელებლად საჭირო დრო (შეიძლება დროის ტაბულის შედგენა. რაც ძალზე მოხერხებულია ვადების საჩვენებლად. მაშინ როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რამ არის დაგეგმილი, ტაბულაზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ  აისახოს).
·          ამოცანის განსახორციელებლად საჭირო რესურსები;
·         ამოცანის მოსალოდნელი შედეგი;
·         მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა.
·         ამოცანის შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი;
განხორციელების გზები - გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს:
1) “როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს?
2) “ვინ” - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? და რა არის მათი ფუნქციები პროექტში?

ამ ეტაპზე მოსწავლეები აგროვებენ მასალ, უკეთებენ ანალიზს. პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარებ. მაგ. კვლევითი პროექტისას _ ინტერვიუს აღების, ლიტერატურაზე მუშაობის, სტატისტიკური დამუშავების, მასალის ანალიზის და სხვ. უნარები. შემოქმედებითი პროექტის შესრულებისას _ შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ტექნიკური ცოდნა და უნარები, როგორიცაა ვიდეოკამერასთან მუშაობა;შემოქმედებითი უნარები _ ტრანფარანტების და დროშების დასამზადებლად. საუკეთესოა პროექტი, რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს მათი ყველა უნარის გამოყენებას: კვლევითის, შემოქმედებითის, სოციალურის. მასწავლებელმა მოსწავლეებს სასურველია შესთავაზოსგანსაკუთრებული მეთოდი ან ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ მუშაობის პროცესში, მაგრამ პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე თავად მოსწავლეები არიან.

5.    ოსალოდნელ შედეგებ
ამ ნაწილში უნდა აღწერთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოყვება პროექტის წარმატებით განხორციელებას.  შედეგები რეალისტური უნდა იყოს და  პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად, კორექტული ფორმით იქნება წარმოდგენილი. შედეგები შეიძლება იყოს ანგარიში, ფილმი, გამოფენა, აუდიოკასეტა, ლექცია, სურათი,  კონფერენცია... უმჯობესია, თუ წარმოდგენილი იქნება არა მარტო კვლევის შედეგები, არამედ პროექტზე მათი მუშაობის ყველა სტადია; სადაც ჩანს, რას გრძნობენ მოსწავლეები შესწავლილ პროექტთან დაკავშირებით, რა ცოდნა და უნარები შეიძინეს.  სამუშაო შეიძლება წარდგენილი იყოს კლასის, ან უფრო ფართე აუდიტორიის წინაშე.

6.    პროექტის  შეფასება და თვითშეფასება. იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასებ შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. პროექტისდაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი დაპერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს (როგორცმასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს) პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგისჩატარება. შიდა მონიტორინგის დროს პროექტი განმხორციელებლები აფასებენ,რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროექტი. შუალედური შიდა მონიტორინგის(თვითშეფასების) მუდმივი წარმოება პროექტში მონაწილეებს დაეხმარება, დაინახომუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, გამოასწორო სინი, შეძლო დასახულიამოცანების ადაპტირება, ეს კი ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას დასასურველ შედეგზე გასვლას. გარე მონიტორების მხრიდან პროექტის შუალედურიშეფასებისთვის პროექტში ჩართულმა პირებმა პერიოდულად უნდა მოამზადონშუალედური წერილობითი თუ ზეპირი ანგარიშები. გარე მონიტორების მიერ მიცემულიშენიშვნების, რჩევების, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს აგრეთვეპროექტის წარმატებულ განხორციელებას. პროექტის საბოლოო შეფასება კი საშუალება აძლევს პროექტის განმხორციელებლებს როგორც ძლიერ, ასევე სუსტი მხარეები გაითვალისწინონ შემდგომ პროექტზე მუშაობისას. 

7.    პროექტის ბიუჯეტი _ არის სასწავლო პროექტები, რომელთა წარმატებთ განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული სახსრები. ასეთ შემთხვევაში პროექტის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლავთ პროექტის ბიუჯეტი. ბიუჯეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს პროექტის აღწერაში მითითებულ ამოცანებს. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის შედგენისას თანხები ყველა საჭირო აქტივობებზე და რესურსებზე რაციონალურად და ადექვატურად იყოს განაწილებული.  

მაშასადამე,  სკოლის პროექტგაკვეთილის მიმდინარეობა შეიძლება დაიყოს შემდეგ ფაზებად:

·         ინიციატივა _ ინიციატივა ჩნდება, იდეები პროექტგაკვეთილისათვის ნაპოვნია;

·          დასაწყისი _ პროექტი დაიწყო და დაიგეგმა;

·         განხორციელება _ პროექტი ხორციელდება;

·         პრეზენტაცია _ პროექტის შედეგების წარგენა;

·         შეფასება (რეფლექსია) _ პროექტი ფასდება და გრძელდება.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ შემდეგი უნარები :
·         პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების);
·         ინფორმაციის მოძიების;
·         თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების;
·         საქმიანობის ორგანიზების;
·         შემოქმედებითობის;
·         მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის;
·         შედეგების ანალიზის;
·         პრობლემის გადაჭრის;
·         გადაწყვეტილებების მიღების.
გამოყენებული ლიტერატურა:
Frey Karl (2007), Die Projektmethode. “Der Weg zum bildenden Tun”, Beltz Verlag, Weinheim und Basel
Gugel Guenter (2007), 1000 neue Methoden. Praxismaterial fuer kreativen und aktivierenden Unterricht, Beltz Verlag, Weinheim und Basel
Besio Cristina (2009). Forschungsprojekte. Zum Organisationswandel in der Wissenschaft. Transcript, Bielefeld
გახელაძე გ., ლობჟანიძე ს., რატიანი მ. (2011), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

ნინიძე ქ. „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნალი მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა : 46-59
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (2009). სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების სახელმძღვანელო ცნობარი, თბილისი

Комментариев нет:

Отправить комментарий